„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე- 11 პუნქტების და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 8 აგვისტოს N20833/32 წარდგინების საფუძველზე,
ვბრძანებ
1.განისაზღვროს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) და „სტომატოლოგია“ (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
1.1. 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის (I სემესტრი):
ა) შემოდგომის სემესტრი
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია-2 სექტემბერი- 28 ოქტომბერი; ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 7-28 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) – 28 ოქტომბერი - 28 დეკემბერი, 6 იანვარი - 15 მარტი;
ა.დ) დამატებითი გამოცდები- 17 – 22 მარტი;
ა.ე) არდადეგები- 29 დეკემბერი - 6 იანვარი, 24-31 მარტი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 23 მარტი- 1 აპრილი; ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 25- მარტი-1 აპრილი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით)– 1 აპრილი-2 აგვისტო;
ბ.დ) დამატებითი გამოცდები- 4-9 აგვისტო; ბ.ე) არდადეგები- 11 აგვისტო- 26 სექტემბერი.
1.2. მე-2 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებისათვის:
ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 12 აგვისტო- 30 ოქტომბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 16 – 30 სექტემბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით)- 30 სექტემბერი -28 დეკემბერი - 6 იანვარი - 15 თებერვალი;
ა.დ) დამატებითი გამოცდები - 17-22 თებერვალი
ა.ე) არდადეგები- 29 დეკემბერი - 6 იანვარი, 24 თებერვალი- 7 მარტი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 23 თებერვალი - 10 მარტი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 25 თებერვალი -10 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით)– 10 მარტი – 19ივლისი;
ბ.დ) დამატებითი გამოცდები 21 -26 ივლისი;
ბ.ე) არდადეგები- 28 ივლისი- 26 სექტემბერი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე